ქიმიის მასწავლებლებს
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, დალი გულაია
საგანი:ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო
10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:35
გაკვეთილის თემა: ამონიუმის
მარილები
გაკვეთილის მიზანი:მარილების შესახებ მიღებული ცოდნის სიტემაში მოყვანა.ამონიუმის
მარილების თვისებების გაცნობა.
კავშირი
ე.ს.გ.ქიმ X-12 მოსწავლეს
შეუძლია ქიმიური ელემენტების ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
1 ფაზა
აქტივობა1
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ წინმსწრები
ცოდნის აქტივიზება
აქტივობის მიზანი:
1)
წინარე ცოდნის გააქტიურება,ცოდნის და უნარების შეფასება
აქტივობის აღწერა,მოსწავლეები მსჯელობენ: ამიაკის
ქიმიურ თვისებებზე,
გამოსახავენ
თვისებების შესაბამის რეაქციის ტოლობებს
|
ზეპირსიტყვი-ერი,
დიალოგი,დის-კუსია
სტრატეგიები:
„ვიცი,ვისწავლე“,
|
მთელ კლასთან
|
სასწავლო მასალა და რესურსები: სახელმძრვანელო,
ისტ-ის გამოყენება:Google Chrome.
ვიდეო მასალა,
რეაქტივები:
ამონიუმის ბიქრომატი,
ამონიუმის ქლორიდი,ვერცხლის ნიტრატი,
ტუტეები,ამონიუმის კარბონატი.
ხელსაწყოები და ჭურჭელი:სინჯარები,მინის
წკირი,ქიმიური ჭიქები,სპირტქურა.
|
15წთ
|
2
|
2 ფაზა
აქტივობა 2
სადემონსტრაციო ცდები:
ამონიუმის
მარილების მოქმედება მჟავასთან,ტუტესთან, მარილთან,
ამონიუმის
ბიქრომატის დაშლა. აკვირდებიან ექსპერიმენტს,წერენ შესაბამის ტოლობებს.
მსჯელობენ
მარილების
საერთო
თვისებებიდან
გამომდინარე ამონიუმის მარილების თვისებებზე.
აქტივობის მიზანი:დააკვირდეს ექსპერიმენტს ,გაანალიზოს შედეგი.
|
ცდაზე და
ვირტუალურ
ექსპერიმენტ-ზე
დაკვირვება.
|
მთელ კლასთან
|
15წთ
|
|
3
|
აქტივობა 3 საკვლევი კითხვა,პრობლემის
განსაზღვრა:
რატომ იშლებიან ამონიუმის მარილები
განსხვავებულად? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
აქტივობა4 მტკიცებულებაზე დაფუძნებული
არგუმენტირებული მსჯელობა
აქტივობის მიზანი: ექსპერიმენტის ანალიზის,
ლოგიკური მსჯელობისა,
სააზროვნო
უნარების განვითარება.
მასწავლებლის დახმარებით
მსჯელობენ
ამონიუმის
მარილებში ელემენტების ჟანგვის რიცხვიდან გამომდინარე, ამონიუმის მარილების დაშლის რეაქციების
თავისებურებაზე.
ექსპერიმენტისა
და ვიდეო
მასალის
საფუძველზე ასკვნიან ამონიუმის
მარილების
დაშლა ხდება სპეციფიურად,
დაშლის
პროდუქტი დამოკიდებულია მარილში
შემავალი ელემენტების ჟანგვის რიცხვზე.
განიხილული იქნება ამონიუმის მარილების აღმომჩენი რეაქცია.
|
||||
4
|
3 ფაზა
რეფლექსია, წყვილებში სამუშაოდ:
მოიფიქრეთ და უპასუხეთ: გამოიცანით:რომელი მარიალია მოცემული თუ: მარილი,გახურებით
იშლება,ვერცხლის
ნიტრატის
ხსნართან წარმოქმნის თეთრ ნალექს,ტუტესტან მოქმედებით გამოიყოფა აირი.
დაასახელეთ
მარილი.დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ტოლობები.
2)რა თავისებურება
ახასიათებს ამიაკის ტუტეებთან რეაქციას?
3) რატომ შეიძლება ამ რეაქციის გამოყენება
ამონიუმის მარილების აღმომჩენად?
4)რომელი ერთი რეაგენტით დაადგენთ ამონიუმის სულფატში
NH4+
და SO42-იონების
არსებობას?
|
მუშაობა
წყვილებში
|
15წთ
|
||
5
|
საშინაო
დავალება:
§38
ამონიუმის მარილები.
მოიძიონ ინფორმაცია ამ მარილების გამოყენების შესახებ.
|
მოსწავლე
შეძლებს: მარილთა საერთო თვისებებიდან
გამომდინარე, იმსჯელებს
ამონიუმის მარილების თვისებებზე,იმსჯელებს ამონიუმის მარილების სპეციპიურ
თვისებებზე, აღმომჩენ რეაქციებზე,
შეადარებს ამონიუმის მარილების და სხვა მარილების ტუტესთან რეაქციას.თვისებებიდან გამომდინარე ამონიუმის მარილების გამოყენების შესახებ მოიძიებს მასალას.
Комментариев нет:
Отправить комментарий