მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

28 ноября 2018 г.

ქიმიის მასწავლებლებს

სამოდელო გაკვეთილის გეგმა.
 თემა: ,,ელექტროლიზი".


გაკვეილის
ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული
საგანი
ქიმია
მასწავლებელი
დალი გულაია
კლასი
მე-10
მოსწავლეთა
რაოდენობა
27
სპეციალური საჭიროების მოსწავლე
კლასში ასეთი მოსწავლე არ არის.
თემა
ელექტროლიზი
სასწავლო მიზანი
გაკვეთილის მიზანი:გავაცნო ელექტრული დენის გავლენით მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები.გავაცნო ანოდზე და კათოდზე მიმდინარე პროცესი ნალღობში და წყალხსნარში.მსგავსება-განსხვავება ამ პროცესებს შორის. გავაცნო რა კავშირია  ელექტროდრბზე მიმდინარე პროცესებს, მეტალთა აქტივობის რიგსა და ანიონის ბუნებას შორის.
ელექტროლიზის დროს მიმდინარე პროცესების გამოსახვა სქემატურად.დავანახო კავშირი ელექტრულ და ქიმიურ პროცესებს შორის.

კავშირი ესგ-სთან
ქიმ X.10- შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·          აკავშირებს ელექტროქიმიურ პროცესებს მეტალთა აქტივობის რიგსა და ჟანგვა-არდღენით რეაქციებთან
·          ადგენს წყლის,მარილის ნალღობისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს.
კვლX 4  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება

მისაღწევი შედეგი
მოსწავლე წერს ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონების განმუხტვისას მიმდინარე რეაქციის სქემებს.აკავშირებს ელექტროქიმიურ პროცესებს მეტალთა აქტივობის რიგთან.

რესურსები
 ხელსაწყოები:ცვლადი დენის გარდამქმნელი, ელექტრილიზერი. ელექტროდებზე მიმდინარე პროცესების ტაბულები. რეაქტივები: კალიუმის იოდიდის ხსნარი,ფენოლფტალეინი,სპილენძის სულფატის ხსნარი.
წინარე ცოდნა
ელექტროლიტური დისოციაციის თეორიიდან უნდა ფლობდეს: რა არის ელექტროლიტი,რა პროცესები ხდება ელექტროლიტის წყალში გახსნისას,როგორი ელექტროლიტებია ძლიერი და როგორი სუსტი.უნდა იცოდეს რა არის ჟანგვა და აღდგენ ელექტრონული თეორიის თვალსაზრისით.
შეფასების ფორმები
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსი
I ფაზა




































წინარე ცოდნის გააქტიურება
.მოსწავლეებს დავალებული აქვთ ელექტროლიტური დისიციაციის თეორიის და ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების გამეორება და დიაგრამის შევსება რა იციან ამ საკითხების შესახებ.(10წთ)


                                       ვიცი
                       ვისწავლე
1.არენიუსის თეორიის დბულებები
2.
3.
4.

თუ არ იქნება მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთილი,დაუსვამ კითხვებს:
1.რას ეწოდება ელექტროლიტი?
2.დაასახელეთ ელექტროლიტები
3.როგორი ბმის ნაერთებია ელექტროლიტები?
4.რატომ ხდება დისოციაცია წყალში და არ ხდება ორგანულ გამხსნელრბში?
5.როგორი ელექტროლიტებია ძლიერი?
6.რომელ რეაქციებს ვუწოდებთ ჟანგვა-აღდგენითს?
7.რა არის ჟანგვა ელექტრონული თვალსაზრისით?
8.რა არის აღდგენა ელექტრონული თვალსაზრისით?
9.რა კავშირია ელექტრულ და ქიმიურ პროცესებს შორის?

დისოციაციის თეორიისა და ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების შესახებ ცოდნის შემოწმება და გააქტიურება
10 წთ
კლასთან ფრონტალური მუშაობა
სახელმძღვანელო.
II ფაზა
სიღრმისეული წვდომა
კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ განვიხილავ კალიუმის იოდიდის ნალღობის ელექტროლიზს


აქტივობა 2
ექსპერიმენტზე დაკვირვება:ვატარებ KI-ის წყალხსნარის ელექტროლიზს,მოსწავლეები აკვირდებიან, ხედავენ ანოდზე იოდის გამოყოფას,კათოდზე ამჩნევენ აირის ბუშტულების გამოყოფას, ფენოლფტალეინით აღმოვაჩენ კათოდთან ტუტის არსებობას.
აქტივობა 3
ხსნარში მიმდინარე პროცესებზე და ჟანგვა-აღდგენით რეაქციებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ხდება პროცესის გაანალიზება და დასკვნის გაკეთება,ელექტროლიზის სქემის შედგენა.კათოდზე და ანოდზე მიმდინარე პროცესების დაკავშირება ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივთან და  ანიონის ბუნებასთან. შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
ელექტროლიზის პროცესის გაცნობა












პრობლემური სიტუაციის შექმნა და მისი გადაჭრის გზების ძიება.საიდან გაჩნდა ხსნარში ტუტე?,რატომ გამოიყო კათოდზე აირის ბუშტები?
20 წთ
კლასის აქტიური ჩართვა ახსნის პროცესში













ექსპერიმენტის ჩატარება.
III ფაზა
რეფლექსია. რამდენად გასაგებია მასალა შემოწმება კითხვებით და სავარჯიშოებით:
1.რა არის ელექრტოლიზი?
2.რა განსხვავება არის ნალღობში და წყალხსნარში მიმდინარე ელექტროლიზის პროცესებს  შორის?
3.რა პროცესები ხდება კათოდზე?,ანოდზე?
4.წყალხსნარში მიმდინარე ელექტროლიზის პროცესი რა კავშირშია მეტალთა აქტივობის მწკრივთან?
5.ჯგუფში შეადგენენ ელექტროლიზის სქემებს
6. შეავსონ გრაფა რა ისწავლეს ახალი.
შეჯამება და გაანალიზება რამდენად მიღწეულია მიზანი
10წთ
ჯგუფური მუშაობა.

შეფასება
წინასწარ შედგენილი რუბრიკებით.



საშინაო დავალება

ელექტროლიზი.გვ.102.
სავ.1გვ105.



Комментариев нет:

Отправить комментарий