მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

25 апреля 2019 г.



მეთოდიკა





         გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:დალი გულაია
საგანი:ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო IX-1 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:30
გაკვეთილის თემა: ფუძეების ქიმიური თვისებები
გაკვეთილის მიზანი:    გავახსენო და გავაღრმავო ცოდნა ფუძეების შედგენილობის და კლასიფიკაციის შესახებ, გავაცნო ხსნადი და უხსანადი ფუძეების თვისებები,გავამახვილო ყურადღება მათ შორის მსგავსება- განსხვავებაზე.

კავშირი ე.ს.გ. ქიმ IX.-5 მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.
ქიმ IX.-6  მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.
კვლ  IX.-4  მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს კვლევის საგანი,მონაცემთა ანალიზი
და შეფასება
მისაღწევი შედეგი: განმარტავენ ფუძეს,ადგენენ ფუძეების ფორმულებს,
                                       ასახელებენ, ადარებენ ხსნადი და უხსნადი  ფუძეების ქიმიურ         თვისებებს,წერენშესაბამის რეაქციის ტოლობებს.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო წთ

1





















2






















3









































აქტივობა1   
აქტივობის მიზანი:  წინარე ცოდნის  გააქტიურება, ცოდნის ტრანსფერის უნარების   
გამოყენების შეფასება.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს:
1.რას ეწოდება ფუძე?
2.როგორ დავასახელოთ ფუძეები?
3.რამდენჯგუფად იყოფა ფუძეები?
4.რას ეწოდება ტუტე?
5.როგორ შევადგინოთ ფუძის ფორმულა?
6.როგორ აღმოვაჩინოთ ტუტე?
აქტივობა 2
პრობლემის გამოკვეთა: როგორც ვიცით ხსნად და უხსნად ფუძეებს აქვთ ერთნაირი შედგენილობა,როგორ ფიქრობთ ყველა  თვისება ექნებათ მსგავსი თუ იქნება თვისებებში განსხვავება?

 აქტივობა 3
პრობლემის გადასაჭრელად ჩავატაროთ ფუძეების ქიმიური თვისებების ამსახველი ცდები:
1.ნატრიუმის ტუტის ხსნარის გატიტვრა  მჟავას ხსნარით.
2.სპილენძის ჰიდროქსიდზე  მჟავას მოქმედება.ხდება ექსპერიმენტის შედეგების
გაანალიზება,კეთდება დასკვნა:ხსნადი და უხსანადი ფუძეები მოქმედებენ მჟავასთან,(ნეიტრალიზა-ცია) ეს მათი საერთო თვისებაა.
3.ვაწვდი ინფორმაციას, მხოლოდ ტუტეები მოქმედებენ მჟავა ოქსიდებთან,კირიან წყალში ნახშირორჟანგის გატარება.წერენ შესაბამის ტოლობას.
4.მაგიდებზე აქვთ სპილენძის სულფატის და კალიუმის ტუტის ხსნარები ატარებენ მათი ურთიერთქმედების
 რეაქციას.დაზუსტდება პირობები,როდის მიდის რეაქცია მარილსა და ტუტეს შორის.კეთდება დასკვნა:მხოლოდ ხსნადი მარილები მოქმედებენ ტუტეებთან,თუ მიღებული ერთერთი პროდუქტი უხსნადია.წერენ შესაბამის ტოლობებს.
5.მაგიდებზე მოცემული აქვთ სინჯარებში სპილენძის ჰიდროქსიდის
ცისფერი ნალექი,
გაახურების შედეგად გაშავდება.ხდება დასკვნის გაკეთება:
უხსნადი ფუძეები გახურებით იშლებიან.ყურადღება გამახვილდება,რომ ტუტეები გახურებისადმი მდგრადებია.
რეფლექსია:
გასასვლელი ბილეთები,
შეავსეთ სქემა:
ხსნადი       უხსნადი                     


   
                მსგავსება
                




      

                 განსხვავება







შეფასება: განმავითარებელი
ზეპირსიტყვი-ერი,
დიალოგი,დისკუსია

































ექსპერიმენტზე დაკვირვება,
ანალიზი.
















ექსპერიმენტზე დაკვირვება,
ანალიზი.

















ექსპერიმენტზე დაკვირვება ანალიზი


მთელ კლასთან




































ჯგუფური
მუშაობა















 სახელმძღვა-ნელო.







































რეაქტივები:
NaOH,HCl,
CuSO4,Na2CO3
H2SO4 ხსნარები,
სინჯარები

Ca(OH)2,
მინის წკირი
გავატარებ ნახშირორ-ჟანგს











NaOH,CuSO4
ხსნარები,
Cu(OH)2
სპირტქურა
სინჯარები, პიპეტი.






























10წ 





























15წ
























































15წ















შეფასების რუბრიკები:
                                                              თეორიული მასალისათვის 
კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
ფაქტობრივი მასალის ცოდნა
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, მეცნიერულ ტერმინებს და არაორგანიზებუ-
ლად წარმოადგენს საკითხს.
ადეკვატურად იყენებს ზოგიერთ ცნებას, ტერმინს, არასრულყოფილად წარმოადგენს საკითხს.
უმეტესად ადეკვატურად იყენებს ცნებებს, კარგად წარმოადგენს საკითხს.
ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ცნებებს, კარგად წარმოადგენს საკითხს.

                                       
გაკვეთილზე ჩართულობისათვის
ქულები 1-10
           შეფასების დონეები
1-4
იშვიათად ან არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,ინდიფერენტულია.
5-6
დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში,იშვიათად იჩენს ინიციატივას,მხოლოდ მასწავლებლის დახმარებით ერთვება პროცესში.
7-8
დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, ცდილობს იყოს აქტიური,ზოგჯერ თავისი აქტიურობით ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას,არ აცლის ამხანაგს პასუხის გაცემას.
9-10
 მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში,დისკუსიასა და პრობლემის გადაჭრაში,ეხმარება და პატივს სცემს სხვების აზრს.

           

ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების კრიტერიუმები განმავითარებელი         შეფასებისათვის
                                                                 
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
დიახ
არა
ნაწილობრივ
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს










Комментариев нет:

Отправить комментарий