მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

18 февраля 2019 г.

მეთოდიკა



                                       
                                     კვლევის ანგარიში


მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარების სტრატეგიები ქიმიის შესწავლის პროცესში
  

ავტორი - დალი გულაია
სსიპ ქალაქ თბილისის N128საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი




                                                    თბილისი
                                                   2017-2018 წ.წ.

სარჩევი:
1.     შესავალი  --------------------------------------------------------- 3
2.     საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება  -----------------------3
3.     კვლევის მიზანი -------------------------------------------------4
4.     კვლევის მეთოდები -------------------------------------------  4  
5.     კვლევის დაგეგმვა  ---------------------------------------------  4
6.     მოსალოდნელი შედეგები --------------------------------------5
7.     კვლევის ანგარიში---------------------------------------------    5
8.     გრაფიკული გამოსახულებები------------------------------- 11
9.     დასკვნა    ------------------------------------------------------  13
10.   რეკომენდაციები --------------------------------------------   14
11.  კვლევის შედეგების გაზიარება -----------------------------   15
12.  გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------    16
13.  დანართი№1 ---------------------------------------------------    17
14.  დანართი №2 --------------------------------------------------    20



შესავალი
ქიმიას ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. თიხისა და ბრინჯაოს  ნაწარმი, საშენი მასალები და საღებავები, უამრავი სხვა მასალა, რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს, სწორედ ქიმიური მოვლენების გამოყენებსთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით დიდია ქიმიის მეცნიერების როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ვერ დავასახელებთ  ადამიანური ყოფის ვერცერთ სფეროს, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, კვების მრეწველობა, საყოფაცხოვრებო მრეწველობა თუ სხვა, სადაც ქიმიის მეცნიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.  შესაბამისად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ციკლში, ქიმიის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწავლების ისეთი მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეთა გააქტიურებას, სხვადასხვა დონის მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.
ცნობილია, რომ  ქიმიური მეცნიერება, განვითარებისა და ძიების თვალსაზრისით, იყენებს შემეცნების თეორიულ და ექსპერიმენტულ მეთოდებს, მაგრამ ქიმიური ექსპერიმენტი ქიმიური მეცნიერების შემეცნების ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია. ამდენად, მნიშვნელოვანია, ქიმიის გაკვეთილის ჩატარების პროცესში, მოსწავლეები იცნობდნენ და უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ესპერიმენტის ჩატარების პროცესში. 
საკვლევი თემის  იდენტიფიცირება:
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაა, რომელსაც უკლებლივ ყველა საგნის სწავლება  უნდა ემსახურებოდეს. ცხადია, ეს ფუნქცია, სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან ერთად, ქიმიის სწავლების პროცესსაც ეკისრება. სასწავლო პროცესს ყველა მასწავლებელი დადგენილი კანონზომიერებითა და მეთოდების გამოყენებით  წარმართავს, მთავარია ვითარების შესაბამისი ოპტიმალური პირობების შერჩევა. გაკვეთილისადმი წაყენებულ მოთხოვნებში უპირველესია მიზნის, ამოცანის და სიტუაციის სწორად განსაზღვრა და შემდგომ დასახული მიზნის მიღწევა, კერძოდ, ცოდნის მიღება, მიღებული ცოდნის განმტკიცება, დამახსოვრება, სხვადასხვა ვითარებაში მისი გამოყენება. სწავლების ფორმების მიხედვით ეს მოვლენები ნაირგვარ მოდიფიკაციას განიცდის.გაკვეთილზე მოსწავლემ უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ეს კი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, რადგან, როგორც ვიცით,  ყველა კლასში არიან მოსწავლეები ათვისების განსხვავებული უნარებით. მოსწავლეთა ერთი ნაწილი ხასიათდება კარგი ათვისების უნარით, ცნებებს და მოვლენებს შორის ადვილად ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, ისინი შესასწავლ მასალას ითვისებენ ღრმად და საფუძვლიანად. მოსწავლეთა ძირითად მასას უნარ-შესაძლებლობების საშუალო დონე აქვს, ნაკლებად ცდილობს დამოუკიდებლად იაზროვნოს, საკუთარი დასკვნები გამოიტანოს,შაბლონურად ითვისებს შესასწავლ მასალას.მოსწავლეთა ნაწილს დაბალი დონე აქვს, მათ უჭირთ  მასალის  შეგნებულად გააზრება, ცდილობენ მასალის ტრაფარეტულად დამახსოვრებას. გაკვეთილში ყველაზე პასიური მოსწავლეც უნდა ჩაერთოს, უნდა აღვუძრათ ინტერესი საგნისადმი, გავხადოთ მასალა მათთვისაც  გასაგები,  რომ ამ დონის მოსწავლეებმა გარკვეულ შედეგს მიაღწიონ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააზროვნო უნარების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზანია, მაგრამ სასწავლო საგანი ყველა მოსწავლის ინტერესზე ვერ იქნება მორგებული. სწორედ ეს ართულებს სწავლების პროცესს. ამიტომაა საჭირო ინტერაქცია მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, მასალის გადაცემის მრავალფეროვნება, მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომა, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს აზროვნების ამოქმედებაში, უზრუნველყოფს ეფექტურ სწავლას და სწავლებას. ცოდნის ათვისება ხდება მხოლოდ უშუალოდ მოსწავლის საქმიანობით(კეთებით). ცხადია რთულ ანალიტიკურ სამუშაოს მოსწავლე მარტო ვერ გაართმევს თავს, ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა მართოს პროცესი აქტიურად ჩართოს მოსწავლეები დისკუსიაში, მსჯელობის პროცესში. ქიმიის სწავლებისას მნიშვნელოვანია შემდეგი აქტივობები: ექსპერიმენტები, მატერიალური მოდელების გამოყენება, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება.
ჩვენმა სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ, დაგვარწმუნა, რომ მოსწავლის გააქტიურება, მისი პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, შესაძლოა გამოიწვიოს სწავლების პროცესის მიზნის მაქსიმალურმა გაცნობიერებამ, შემეცნებითი პროცესების ნათლად განმარტებამ. ამ მიდგომიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გამოგვეცადა ქიმიის მეცნიერების შემეცნების მეთოდების გაცნობიერების სტრატეგია მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებისათვის.
 შევიმუშავეთ ჰიპოტეზა: ქიმიის სწავლების პროცესში ქიმიის მეცნიერების შემეცნების მეთოდების გაცნობიერების სტრატეგიის გამოყენება ხელს შეუწყობს  მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას.
კვლევის მიზანი: დავადგინოთ,  შეუწყობს თუ არა  ხელს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას, მასალის გააზრებულ და სიღრმისეულ წვდომას, ქიმიური მეცნიერების შემეცნების მეთოდების და სააზროვნო უნარების ზედა დონეების განვითარების სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება სწავლების პროცესში.
 კვლევის მეთოდები: თეორიული კვლევა - ლიტერატურის მოძიება და დამუშავება; დაკვირვება; რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, პედაგოგიური ექსპერიმენტი.
ოსალოდნელი შედეგები:
Ø  სწავლების პოცესი გახდება ეფექტური;
Ø  სტრატეგიების და მეთოდების ცოდნა მოსწავლეს დაეხმარება საკითხების აღქმაში;
Ø  განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს;
Ø  სწავლის პროცესი მოსწავლისთვის გახდება უფრო საინტერესო;
Ø  განუვითარდება წერითი უნარები;
Ø  თუ ახალი აქტივობები იქნება ეფექტური, მას აუცილებლად გამოვიყენებ  ყველა კლასში სხვადასხვა მასალაზე მუშაობისას  და გავუზიარებ კოლეგებს, რათა გაიზარდოს სწავლა-სწავლების ეფექტურობა.
Ø  კვლევის ანგარიში
Ø  კვლევისთვის შევარჩიეთ ორი ჯგუფი - ერთი, სადაც სწავლებას ვაწარმოებდით ზემოთ აღნიშნული მეთოდით და მეორე, საკონტროლო კლასი, სადაც სწავლება მიმდინარეობდა ძველი მეთოდით. კვლევის დასრულების შემდეგ, წინასწარ შემუშავებული კითხვარით, შევადარებ ამ ჯგუფებში მოსწავლეთა აქტიურობის  მაჩვენებელს და ანალიტიკური აზროვნების უნარს.
Ø  ქიმიური ცნებების ფორმირება წარმატებულია იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმალურად არის შერწყმული  ყველა სახის აქტივობა. სტრატეგია არის შემეცნებითი პროცესების მიზნობრივი გამოყენება სწავლების დროს.იგი მოიცავს მოსწავლის მიერ გარკვეული ხერხების გამოყენებას მასალის უკეთ გაგებისა და დამახსოვრების მიზნით. აქედან გამომდინარე დავგეგმე კვლევის ჩატარება ამ მიმართულებით.
Ø  რამდენიმე გაკვეთილი (საჭიროების მიხედვით) დავუთმე აღქმის მეთოდებისა და ეტაპების გაცნობას. გავაცანი ქვემოთ მოცემული სქემების მიხედვით, სათანადო მათთვის ცნობილი მაგალითებით.  მრავალფეროვანი მაგალითების გასააზრებლად ცნებები მკაფიოდ განვმარტე.




დასკვნა:
ü  მოსწავლეებმა შეძლეს,  ექსპერიმენტზე დაკვირვება და  ანალიზი;
ü  გაააქტიურეს კრიტიკული აზროვნება;
ü  სრულყოფილად შეიმეცნეს ნივთიერება და მისი თვისებები;
ü  განუვითარდათ შედარება-შეპირისპირების, დასკვნების გაკეთების, წერისა და დაკვირვების უნარები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
ü  კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 
ü  ქიმიური მეცნიერების შემეცნების მეთოდების და სააზროვნო უნარების ზედა დონეების განვითარების სტრატეგიების ცოდნამ და გამოყენებამ სწავლების პროცესში ხელი შეუწყო მოსწვლეთა სააზროვნო უნარების გნვითარებას, მასალის გააზრებულ და სიღრმისეულ წვდომას;
ü  მოსწავლეებმა გაააქტიურეს კრიტიკული აზროვნება;
ü  სრულყოფილად შეიმეცნეს ნივთიერება და მისი თვისებები;
ü  შეძლეს  ექსპერიმენტზე დაკვირვება და  ანალიზი;
ü  განუვითარდათ შედარება-შეპირისპირების, დასკვნების გაკეთების, წერისა და დაკვირვების უნარები;
ü   გამოუმუშავდათ ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის უნარები.

რეკომენდაციები
Ø  ქიმიური მეცნიერების შემეცნების მეთოდების და სააზროვნო უნარების ზედა დონეების განვითარების სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება სწავლების პროცესში საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს;
Ø  მოსწავლისათვის გაკვეთილის პროცესში განსახორციელებელი ყველა აქტივობის მიზანი და სტრატეგია გავხადოთ უფრო გამჭვირვალე და ნათელი;
Ø  ვაქციოთ ექსპერიმენტებზე დაკვირვება და მუშაობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას უმნიშვნელოვანეს რესურსად;
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს სტრატეგიების და მეთოდების გააზრებითშესასწავლი საკითხის საკითხების აღქმაში;
Ø  მეტად გამოვიყენოთ გრაფიკული ორგანიზატორები და ვიზუალური რესურსი ახალ მასალაზე მუშაობის პროცესში;
Ø  მივცეთ მოსწავლეს აზრის გამოთქმის აბსოლუტური თავისუფლება, მიუხედავად გამოთქმული აზრის სისწორისა;
Ø  თანამშრომლობითი სწავლება მეტად საინტერესოს ხდის გაკვეთილს, ამიტომ შევქმნათ გარემო, სადაც ექნებათ ერთად. სასწავლო პროცესზე დაკვირვების, აზრის შეთანხმების და ჩამოყალიბების საშუალება








Комментариев нет:

Отправить комментарий